შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
საურმაგ ბუთხუზი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1949 წელს. 1949-1953წწ. მუშაობდა ყბა-სახის ქირურგად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ყბა-სახის ქირურგიის კათედრაზე; 1953-1956წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი და აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის ხელმძღვანელობით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ნერვ-კუნთის ფიზიოლოგიაში; 1969 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია კუდიანი ბირთვის ფუნქციონირების შესახებ; 1956-1961წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ჯერ უმცროს, ხოლო 1961-1976 წლებში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1976-2005წწ. იყო მისივე დაფუძნებული ტკივილისა და ანალგეზიის ნეიროფიზიოლოგიის ლაორატორიის გამგე. გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო-ფიზიოლოგიურ ჟურნალებში. მისი მეცნიერული მოღვაწეობის მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენდა ტკივილის, მისი შეკავებისა და ანალგეზიის ფიზიოლოგიური მექანიზმების შესწავლა. 1971 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში მან ჩამოაყალიბა ტკივილის მექნიზმის შემსწავლელი ჯგუფი და 1976 წლიდან სათავეში ჩაუდგა ტკივილის ნეიროფიზიოლოგიის ლაბორატორიას, რომელიც პირველი იყო საბჭოთა კავშირის მასშტაბით. საქართველოში ტკივილისა და ანალგეზიის ფიზიოლოგიის მეცნიერული მიმართულებისა და ლაბორატორიის დამფუძნებელი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი: lifescience.org.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |