შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით დოღონაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქ. თბილისის ინდუსტრიული ტექნიკუმის სამშენებლო ფაკულტეტი 1934 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1939 წელს. 1939 წელს მუშაობა დაიწყო ქ. თბილისის დარგობრივი დანიშნულების საპროექტო ინსტიტუტში ინჟინრად; 1941 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდრავლიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კათედრაზე მეცნიერ-მუშაკად; 1967 წელს იგი არჩეულ იქნა ჰიდრავლიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კათედრის პროფესორად, 1979 წელს დაინიშნა კათედრის გამგედ; პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის პერიოდში გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი; შეიმუშავა მეთოდური სახელმძღვანელო ჰიდრავლიკის კურსის პედაგოგებისათვის და სასწავლო სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის; იყო ავტორი პუბლიკაციებისა საქართველოში ჰიდრომშენებლობის წარმოებისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ექსპლუატაციის შესახებ; დიდი როლი ითამაშა მის მიერ მეცნიერთა ჯგუფთან ერთად შემუშავებული მეთოდებისა და რეკომენდაციების აღიარებამ და გამოყენებამ "ენგურჰესისა" და სხვა მნიშვნელოვანი ჰიდროკომპლექსების დაპროექტებისა და უშუალოდ მშენებლობის მიმდინარეობისას; იყო საბჭოთა კავშირის გამომგონებლობისა და რაციონალიზაციის სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოების საქართველოს საბჭოს მდივანი და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები, საკავშირო და რესპუბლიკური ორგანიზაციების საუწყებო საპატიო სიგელები. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1950), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1966). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.205
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |