Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მედეა წოწელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი ინგლისური ენის სპეციალობით 1971 წელს; თბილისის სამხატვრო აკადემია ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით 1972 წელს. 1972-1975 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტი, სტაჟირება გაიარა სანკტ-პეტერბურგის ერმიტაჟის აღმოსავლეთის ხალხთა ხლოვნების განყოფილებაში. 1976 წლიდან არის აკად. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნუმიზმატიკის განყოფილების თანამშრომელი. მ. წოწოლიას კვლევის საგანს წარმოადგენს საქართველოს და სასანიანთა ირანს შორის არსებული ურთიერთობა, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სასანური წარმოშობის ნუმიზმატიკური, ტორევტიკული და გლიპტიკური მასალის შესწავლა. მას გამოქვეყნებული აქვს 37 სტატია და რამდენიმე მონოგრაფია. ის არის ჟურნალ "საქართველოს ეროვნული მუზეუმის" პასუხისმგებელი მდივანი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ნუმიზმატი. სადისერტაციო თემა - "აღმოსავლეთ საქართველო III-IV სს. და მისი ურთიერთობა სასანიანთა ირანთან (მატერიალური კულტურის ძეგლების მიხედვით), დაიცვა 1975 წელს. წყარო: ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი.- თბ., 2009.- გვ.178-179 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |