Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ დოღონაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქუთაისის ფილიალის საღამოს სწავლების სატრანსპორტო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1969 წელს. 1962-1964წწ. სწავლის პარალელურად მუშაობდა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში; 1964-1966წწ. წყალტუბოს საკოლმეურნეობათაშორისო სამშენებლო ორგანიზაციაში; 1966-1970წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის N3 სამშენებლო სამმართველოში ბრიგადირად, მშენებელ ოსტატად; 1970 წლიდან გადავიდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს სისტემაში, ტყიბულის N22 საგზაო-საექსპლუატაციო უბანზე ჯერ მშენებელ ოსტატად, უბნის ინჟინრად, შემდგომ ქუთაისის N12 საგზაო-სამშენებლო სამმართველოში უფროს ინჟინრად; 1977 წლიდან ამავე სამმართველოს საგეგმო-საწარმოო განყოფილების უფროსი და მთავარი ინჟინერი იყო. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.206 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |