The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნუგზარ დუდუჩავა

ნუგზარ დუდუჩავა
Date of birth:13 March, 1949  (76 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1972 წელს.

1972-1976წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" სოხუმის ფილიალში არქიტექტორად, უფროს არქიტექტორად; 1977-1989წწ. იყო აფხაზეთის ასსრ არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის ("სახმშენი") თავმჯდომარის მოადგილე; 1989-1993წწ. სოხუმის მთავარი არქიტექტორი; 1988 წლიდან ხელმძღვანელობს მის მიერ დაარსებულ არქიტექტურულ ბიუროს "არქპლუსი"; 1994-2001წწ. საპროექტო ორგანიზაციებში მუშაობის პარალელურად, იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ორგმდივანი, თავმჯდომარის მოადგილე; 2001 წლიდან თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1994-2009წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ინსტიტუტის არქიტექტურული გეგმარების კათედრის მიწვეული პადაგოგი, დოცენტი; მისი ნამუშევრებია: გაერთიანება "ავტოგაზის" პანსიონატი გულრიფშის რაიონში, ქ. ოჩამჩირის გენერალური გეგმა, კოლმეურნეობის გამგეობისა და კლუბების შენობები ოჩამჩირისა (სოფ. თხინა) და გუდაუთის (სოფ. აჩანდარა) რაიონებში, აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმი და სასტუმრო "აფხაზეთი" (რეკონსტრუქცია-გაფართოება), სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალი სოფ. ბზიფში, მრავალბინიანი და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები სოხუმსა და თბილისში, სააგარაკო სახლები წყნეთსა და მუხათგვერდში, საზოგადოებრივი კვებისა და მრავალფუნქციური ობიექტები თბილისში; არის არქიტექტურის I ბიენალეს (1988, საქართველო), "არქპროექტის" II საკავშირო კონკურსის (1988); ორი საკავშირო კონკურს-დათვალიერების (1988) ლაურეატი; ღია არქიტექტურული კონკურსის (1989) გამარჯვებული.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.206-207

Member of Organizations

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, კოლეგიის წევრი
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, გამგეობის წევრი

Share: