The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ დუნდუა

მიხეილ დუნდუა
დაბადების თარიღი:9 ივნისი, 1926
გარდაცვ. თარიღი:5 სექტემბერი, 2002  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. ბათუმის საქალაქო სასაფლაო
კატეგორია:გამომგონებელი, ინჟინერი, მექანიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მარანი, აბაშის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის №4 ხელნაკეთობათა პროფესიული სასწავლებელი 1942 წელს, თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1968 წელს.

1942 წელს დაიწყო მუშაობა ს. ორჯონიკიძის სახელობის 201 ქარხანაში; 1945 წელს გადაყვანილ იქნა ბათუმის მანქანათმშენებელ ქარხანაში; 1968 წელს დაინიშნა ბათუმის მანქანათმშენებელი ქარხნის საამწყობრო საამქროს უფროსად; დაჯილდოებულია სხვადასხვა მედლებით და საპატიო დიპლომებით.

წყარო : ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია : ru.wikipedia.org

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სსკპ, წევრი (1954-1990)
  • სსრკ უმაღლესი საბჭოს მე-5 მოწვევა, დეპუტატი (1958-1962)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1990 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რაციონალიზატორი (აჭარის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი 1990 წლის 19 ოქტომბრის ბრძანებით)
  • 1974 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • შრომის ვეტერანის მედალი

გააზიარე: