The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მურმან დუნდუა

მურმან დუნდუა
დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1933
გარდაცვ. თარიღი:8 თებერვალი, 2022  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მარანი, აბაშის რაიონი.

დაამთავრა ქ. ფოთის ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმი 1952 წელს, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი 1972 წელს.

1954-1956წწ. მუშაობდა კასპის რაიონის სარწყავი სისტემის სამმართველოში ჰიდრომელიორატორად; 1957-1960წწ. მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1960-1974წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს N7 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში გზების მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1974-1985წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს N18 საგზაო-საექსპლუატაციოსამმართველოს; 1985-1989წწ. N7 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს; 1989 წელს დაინიშნა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს გაერთიანება "აჭარავტოგზის" უფროსად; 1998 წელს სათავეში ჩაუდგა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციას; 1990-2003წწ. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო გზების კათედრის უფროსი პედაგოგი; შპს "ზიმო-7"-ის დირექტორის მრჩეველია; ხელმძღვანელობდა "ჩოხატაური-ბახმაროს" საავტომობილო გზის მშენებლობას, "ბათუმი-ახალციხის" საავტომობილო გზის გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთის, "ქობულეთი-ბათუმის", "ბათუმი-სარფის", "ფოთი-ურეკი-ქობულეთის" მონაკვეთების რეკონსტრუქციას; ჭოროხზე (გონიოდან და მახოსთან), აჭარისწყალზე (ხიჭაურთან და დანდაოსთან), მდ. სარფისწყალზე, მაჭახელაზე და სხვა მდინარეებზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობას; სახელმწიფო კონცერნ "საქავტოგზის" საწარმოო გაერთიანება "აჭარავტოგზის" უფროსი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.208; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.443

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    საქართველოს საავტომობილი გზების მშენებლობის საქმეში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი მუშაობისათვის
  • საპატიო მეგზევე
  • აჭარის დამსახურებული ინჟინერი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: