Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ დუმბაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა სარატოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1953 წელს. წლების განმავლობაში მუშაობდა სოხუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომში ხელმძღვანელ თანამდებობაზე; იყო აფხაზეთის ასსრ კომუნალური მეურნეობის მინისტრის მოადგილე, კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების მინისტრი, აფხაზეთის ასსრ კომუნალური მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, ურბანიზაციისა და მშენებლობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კომუნალური მეურნეობის მთავარი სამმართველოს უფროსი; 90-იანი წლების დასაწყისში უმძიმეს საომარ პირობებში უზრუნველყოფდა ქ. სოხუმის წყალმომარაგების სისტემის უსაფრთხოებას, ცეცხლის ქვეშ ხელმძღვანელობდა ქალაქ სოხუმის წყალსადენის ქსელის სარემონტო სამუშაოებს; 1993-1998წწ. სათავეში ედგა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციას; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ჯილდოებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.207-208 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |