The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო გამრეკელი-თორელი

ნინო გამრეკელი-თორელი
Legal name:ნინო გამრეკელი
Date of birth:23 January, 1882
Date of death:27 March, 1935  (at 53 years)
Category:Actor/Actress, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი ქ. ქუთაისი.

დაწყებითი განათლება მიიღო ოჯახში, შემდეგ კი სწავლა განაგრძო ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში. 1898 წელს გამრეკელების ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ბაქოში და იქ გააგრძელა განათლების მიღება.

1900 წელს მან პირველად მიიღო მონაწილეობა ბაქოს სცენისმოყვარეთა წარმოდგენაში. ამის შემდეგ იგი ხშირად მონაწილეობდა სხვადასხვა სპექტაკლში. 1904 წელს სწავლა გააგრძელა მოსკოვში მსახიობ პოლონსკაიას დრამატულ კურსებზე. აქ მან ითამაშა ა. ოსტოვსკის კომედიაში "ბალზამინოვის ქორწინება", სადაც შეასრულა ხიმკას როლი. 1905 წელს  ნინო გამრეკელი დაბრუნდა ბაქოში და მუშაობა დაიწყო ბაქოს ქართულ  დრამატულ წრეში მსახიობად, შემდეგ კი რეჟისორად. 1910 წელს ჩამოდის თბილისში და მუშაობას იწყებს ზუბალაშვილის სახალხო სახლთან არსებულ დრამწრეში მსახიობად. 1911 წელს მიწვეულ იქნა მსახიობად და რეჟისორად ქუთაისის თეატრში. 1915 წელს კვლავ მოსკოვს გაემგზავრა და რამდენიმე წელი მუშაობდა მსახიობად.  1920-1921 წწ. სეზონში  ნ. გამრეკელი თბილისის დრამატული თეატრის მსახიობია. 1924 წელს მუშაობდა  მსახიობად და რეჟისორად ბათუმში, ქუთაისში, ჭიათურაში. უმთავრესად დრამატული ხასიათის მსახიობი იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული პატარა კახის როლი აკ. წერეთლის ისტორიულ დრამაში  "პატარა კახი." ნინო გამრეკელი პირველი ქალია, რომელმაც დაიწყო მოღვაწეობა საერეჟისორო ასპარეზე.

წყარო: ხელოვნების კალენდარი : თეატრი, მუსიკა, კინო.-თბ., 1992.-გვ.16-17; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.542


Share: