შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოლომონ ხუციშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ენისა და ლიტერატურის განყოფილება 1930 წელს. 1938 წლიდან კითხულობდა ლექციებს თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, 1939 წლიდან კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პარალელურად სოხუმის მ. გორკის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, 1943-1950 წწ. იყო ამავე ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე. შემდეგ მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი ქართული ლიტერატურის კათედრის პროფესორად. ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას. ავტორია მრავალი სამეცნიერო და ლიტერატურულ - კრიტიკული გამოკვლევისა, მათ შორის აღსანიშნავია წიგნები: "ქართული ლიტერატურის კრიტიკის ისტორიისათვის" (I, 1954; II, 1957), "ილია ჭავჭავაძე" (1957), "ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ნეკროპოლი" (1961), "ლიტერატურულ-კრიტიკული ნარკვევები" (1969), "მიხეილ ზანდუკელი" (1973), "ლევან გოთუა" (1976), "ვაჟა-ფშაველა" (ე. ლუნდბერგთან და ე. ღოღობერიძესთან ერთად, 1977), " ქართული პუშკინიანა" (1979), "მანათობელი" (1980) და სხვა. გამოსცა ს. დოდაშვილის, ს. აბაშიძის, ნ. ლომოურის, ე. ბოსლეველის და სხვა. აგრეთვე XIX საუკუნის ქართველი კრიტიკოსების კრებულები. დაჯილდოებულია მედლებით. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1965). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.521 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |