The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაია პატარიძე

მაია პატარიძე
დაბადების თარიღი:1973  (51 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1995 წელს; ასპირანტურა ამავე ფაკულტეტზე ნუმიზმატიკის სპეციალობით 1999 წელს.

ნუმიზმატიკის მკვლევარი, ისტორიის დოქტორი. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ 1995 წელს მუშაობდა საქართველოს ენციკლოპედიის მთავარ სამეცნიერო რედაქციაში, ნუმიზმატიკის და არქეოლოგიის რედაქციის წამყვან რედაქტორად; 2004 წლიდან დღემდე - საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, სადაც ნუმიზმატიკური განყოფილების უფროსი მეცნიერია; დაცული აქვს დისერტაცია - "სვანეთში აღმოჩენილი ნუმიზმატიკური მასალის პოლიტიკურ-ეკონომიკური და ეთნოლოგიურ-კონფესიური ასპექტები (ძვ. წ. V - ახ. წ. XVIII სს)"; იყო გერმანიის პრუსიული მემკვიდრეობის ფონდის საერთაშორისო სტიპენდიანტი, რომლის ფარგლებში იმუშავა ბერლინის ბოდეს მუზეუმის მიუნცკაბინეტში ქართული ნუმიზმატიკის ფუძემდებლის მიხეილ ბარათაევის (ბარათაშვილის) კოლექციაზე; კვლევით საქმიანობასთან ერთად, მონაწილეობს მუზეუმის საექსპოზიციო და საგანმანათლებლო მიმართულებით. არის საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმის მუდმივმოქმედი ნუმიზმატიკური გამოფენის სამეცნიერო კონცეფციის ავტორი; აგრეთვე, რეგიონალური მუზეუმების: მესტიის, მარტვილის, ლეჩხუმის და ახალციხის ნუმიზმატიკური ექსპოზიციის კურატორი; 2021 წელს მ. პატარიძის სამეცნიერო კონცეფციით და უშუალო მონაწილეობით გაიხსნა გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის "მიუნცკაბინეტი"; კითხულობს ლექციების კურსს: "ნუმიზმატიკის საფუძვლები" და "ქართული ნუმიზმატიკა" ილიას სახელმწიფო და კავკასიის უნივერსიტეტებში. არის წიგნებისა 30-მდე სტატიის ავტორი.

წყარო: ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი.- თბ., 2009.- გვ.128; სვანეთის ნუმიზმატიკური საგანძური = Numismatic treasure of Svaneti : პოლიტიკურ-ეკონიმიკური და ეთნოლოგიურ-კონფესიური ასპექტები (ძვ.წ. V- ახ.წ. XVIII სს).-თბ.,2020

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: