Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ ლომიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1951 წელს. 1951-1956წწ. მუშაობდა გორის თეატრში, 1956-1957წწ. კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; 1957 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: გორის თეატრში: კომბლე (გ. ნახუცრიშვილის "კომბლე"), ჩეშმაკოვი (ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში"), ჟერონტი (მოლიერის "ძალად ექიმი"), სვიმონ ბაგრატიონი (ი. ვაკელის "გიორგი სააკაძე"), ვარდენი (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), გუბაზი (ე. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), ჯემალ-ალია (ი. მოსეშვილის "ჩაძირული ქვები"); რუსთაველის თეატრში: შაქრო პაპა (კ. ბუაჩიძის "ამბავი სიყვარულისა"), მწერალი და გენერალი (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), ფოსტალიონი (გ. ხუცაშვილის "ზღვის შვილები"), ხარება (ო. მამფორიას "მეტეხის ჩრდილში"), ფრენსის ნერსი (ა. მილერის "სეილემის პროცესი"), კასიანე (ნ. დუმბაძის "მზიანი ღამე"), ვაჟა (ლ. სანიკიძის "ქუთათურები"), ტომას შერიფი (რ. ნეშის "წვიმის გამყიდველი"), ანტონა (ა. სულაკაურის "წყალდიდობა"), კორნელი (რ. თაბუკაშვილის "დენბურგის ზარი"), თერძი (მოლიერის "გააზნაურებული მდაბიო") და სხვა. წყარო: ხელოვნების კალენდარი : თეატრი, მუსიკა, კინო.-თბ., 1992.-გვ.11-12 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |