შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ჯაბიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩხარი, თერჯოლის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1955 წელს. 1933-1936 წლებში მუშაობდა ტყიბულის ქვანახშირის მაღაროებში. 1936 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიურ ფაკულტეტზე, პარალელურად სწავლობდა თბილისის აეროკლუბში, ხოლო 1938-1940 წწ. სტალინგრადის საავიაციო სასწავლებელში. სსრკ-ფინეთის ომის (1939-1940) მონაწილე. დიდი სამამულო ომის (1941-1945) დროს საჰაერო ესკადრილიის მეთაური სხავდასხვა ფრონტზე. ჩაატარა 100-ზე მეტი საჰაერო ბრძოლა, პირადად ჩამოაგდო მტრის 27 თვითმფრინავი. ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა, ზოგიერთი თარგმნილია რუსულ, ჩეხურ და გერმანულ ენებზე. დაჯილდოებულია მედლებით. კაპიტანი, პროფესორი (1982). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.523; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 143-145 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |