The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ჯაბიძე

დავით ჯაბიძე
დაბადების თარიღი:23 იანვარი, 1917
გარდაცვ. თარიღი:15 დეკემბერი, 1982  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩხარი, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1955 წელს.

1933-1936 წლებში მუშაობდა ტყიბულის ქვანახშირის მაღაროებში. 1936 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიურ ფაკულტეტზე, პარალელურად სწავლობდა თბილისის აეროკლუბში, ხოლო 1938-1940 წწ. სტალინგრადის საავიაციო სასწავლებელში. სსრკ-ფინეთის ომის (1939-1940) მონაწილე. დიდი სამამულო ომის (1941-1945) დროს საჰაერო ესკადრილიის მეთაური სხავდასხვა ფრონტზე. ჩაატარა 100-ზე მეტი საჰაერო ბრძოლა, პირადად ჩამოაგდო მტრის 27 თვითმფრინავი. ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა, ზოგიერთი თარგმნილია რუსულ, ჩეხურ და გერმანულ ენებზე. დაჯილდოებულია მედლებით. კაპიტანი, პროფესორი (1982).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.523; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 143-145

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1942-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - საბჭოთა კავშირის გმირი
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • მედალი "ლენინგრადის დაცვისთვის"
  • მედალი "სტალინგრადის დაცვისთვის"
  • მედალი "ბერლინის აღებისთვის"
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი
  • ალექსანდრე ნეველის სახელობის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: