შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აბულასანი![]()
ბიოგრაფიააბულასანი იყო XII საუკუნის მიწურულს საქართველოს დიდი მოხელე, ერისთავთერისთავი, ამირთამირა, თამარ მეფის მეჭურჭლეთუხუცესი (კახაბერ ვარდანისძის შემდეგ). აბულასანის რჩევით თამარის ქმრად მოიყვანეს ანდრია ბოგოლიუბსკის შვილი იური (გიორგი). იურის განდევნის შემდეგ აბულასანი თამარმა შერისხა, ჩამოართვა მეჭურჭლეთუხუცესობა და რუსთავი. ამის შემდეგ ისტორიულ წყაროებში აღარ იხსენიება. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.35
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |