The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგო წურწუმია

სერგო წურწუმია
დაბადების თარიღი:16 მაისი, 1962  (62 წლის)
კატეგორია:მწერალი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. წალენჯიხა.

დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1985 წელს.

სტუდენტობის წლებში დაიწყო ლექსებისა და საგაზეთო სტატიების ბეჭდვა საუნივერსიტეტო, რაიონულ და ავტონომიური რესპუბლიკის პრესაში. 1985 წლიდან მუშაობდა მაღალმთიანი სოფლის სკოლაში პედაგოგად; 1989 წელს დაიწყო ჟურნალისტური მოღვაწეობა. მუშაობდა სოხუმის რაიონულ გაზეთში კორესპონდენტად, პოლიტიკურ-საზოგადოებრივ გაზეთ "ოქროს საწმისში", საქართველოს მწერალთა კავშირის აფხაზეთის განყოფილების გაზეთ "კოლხურ დიადემაში" და ჟურნალ "რიწაში" პასუხისმგებელ მდივნად; 1992 წლიდან იყო გაზეთ "ცხუმის" მთავარი რედაქტორი. საომარი მოქმედებების დროს სოხუმში, საფრონტო პირობებში უზრუნველყოფდა გაზეთის სტაბილურ გამოშვებას. აფხაზეთის კონფლიქტის გამო იძულებით გადაადგილების შემდეგ, 1993 წლიდან ცხოვრობს ქ. ქუთაისში. მუშაობდა ჟურნალ "ბაგრატის ტაძრის" პასუხისმგებელ მდივნად, გაზეთ "ჩემი ქუთაისის" მთავარი რედაქტორის მოადგილედ, შემდეგ რედაქტორად. ამჟამად მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია "აფხაზინტერკონტის" პრესსამსახურის ხელმძღვანელად. ამავდროულად არის ლიტერატურულ-საზოგადოებრივ ჟურნალ "ენიგმას" მთავარი რედაქტორის მოადგილე, მწერალთა ჟურნალ "განთიადის" სარედაქციო საბჭოს წევრი. 1996 წელს ქუთაისში გამოსცა პირველი წიგნი - ლექსების კრებული  "გარეგანი ფრინველი". ლექსებს, მოთხრობებს, ესეებსა და მხატვრულ თარგმანებს ბეჭდავს როგორც დედაქალაქის, ასევე სხვადასხვა რეგიონის ლიტერატურულ გამოცემებში. რუსულ ენაზე თარგმნილი მისი მოთხრობა შესულია სახალხო დიპლომატიის ეგიდით გამოსულ სამხრეთ კავკასიის მწერალთა ერთობლივ კრებულში "Ключи от сердец" (2003), ასევე ქართველ და აფხაზ მწერალთა ორენოვან კრებულში "ხიდი" (2007). მისი ლექსები შეტანილია აფხაზეთის ლიტერატურის და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის ეგიდით გამოცემულ კრებულში "აფხაზეთი ქართულ პოეზიაში" (2008), ასევე ქუთაისში გამოსულ სამეგრელოსადმი მიძღვნილ პოეტურ კრებულში "გურს გენია მონთებული" (2007), ანთოლოგიაში "მზეკაბანი" (2010), "მეგრული პოეზიის ანთოლოგიაში" (2016), "პატრიოტული პოეზიის ანთოლოგიაში", (2016), ხოლო თარგმანები – "პოეტური თარგმანის ანთოლოგიაში" (2017) და "შეყვარებულთა წიგნში" (2018). აფხაზეთის ახალგაზრდა მწერალთა კრებულში შესული ლექსებისათვის 1993 წელს მიღებული აქვს ჟურნალ "ცისკრისა" და მწერალთა გაერთიანება "გულანის" ერთობლივი ლიტერატურული პრემია.

წყარო: ბურუსი: burusi.wordpress.comქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.379

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: