შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აზრათ ყული-ბეგ მარტყოფელი![]()
ბიოგრაფიაგანჯის სახანოს მმართველი 1778-1783 წლებში. წარმოშობით ქართველი. ბავშვობაში გაიტაცეს სოფელ მარტყოფიდან და ყარაბაღის ხანს იბრაჰიმს მიჰყიდეს. ტყვე გაამაჰმადიანეს, შეინარჩუნა მხოლოდ თავისი სადაურობა-მარტყოფელი. ბუნებრივი ნიჭისა და ვაჟკაცობის წყალობით მან ჯერ ყარაბაღის სახანოს პირველ ვეზირობას მიაღწია, ხოლო როცა ერეკლე II-მ იბრაჰიმ-ხანთან ერთად 1778 წელს განჯის სახანო აიღო, აზრათ ყული-ბეგ მარტყოფელი ქაიხოსრო ანდრონიკაშვილთან ერთად განჯის მმართველი გახდა. ამ თანამდებობაზე ქაიხოსრო ერეკლე მეფემ დანიშნა, ხილო აზრათ ყული-ბეგ მარტყოფელი - იბრაჰიმ-ხანმა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.73
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |