The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზნაურ აიდაროვი

ზნაურ აიდაროვი
დაბადების თარიღი:1889
გარდაცვ. თარიღი:4 ნოემბერი, 1919  (30 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კადგორონი, ახლანდელი არდონი, ჩრდილოეთ ოსეთი.

ოსთა ბოლშევიკური ორგანიზაციის "ჩერმენის" შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. 1918 წელს რკპ(ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტმა გაგზავნა შიდა ქართლში, სადაც ჩამოაყალიბა პარტიული უჯრედები, შექმნა ძირითადად ოსური შეიარაღებული რაზმები. იყო რსდმპ(ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტის სამხედრო-რევოლუციური შტაბის წევრი. გორის მაზრის  ანტისამთავრობო რაზმების შტაბის უფროსი და სოფელ ხცისის პირველი რევკომის თავმჯდომარე. აჯანყების დამარცხების შემდეგ შეიპყრეს და დახვრიტეს. 1931 წელს ზნაურის რაიონს ეწოდა მისი სახელი (იარსება 1991 წლამდე).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.76; საქართველოს ოკუპაცია: image.slidesharecdn.com


გააზიარე: