The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახო ბეგიაშვილი

ვახო ბეგიაშვილი
ოფიციალური სახელი:ვახტანგ ბეგიაშვილი
დაბადების თარიღი:27 აგვისტო, 1965  (58 წლის)
კატეგორია:ბიზნესმენი, ეკონომისტი, მეცნიერი, მეწარმე, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჭრობის ეკონომიკის (მარკეტინგის) ფაკულტეტი ეკონომისტის სპეციალობით 1989 წელს; ირბახის სახელობის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობით სამართალმცოდნე, იურისტის კვალივიკაციით 1998 წელს; ბოლონიის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, მენეჯერის სპეციალობით, 1999 წელს; 2001 წელს -  USAID-ის პროგრამა - ენერგეტიკული უსაფრთხოების მართვა (სრული კურსი); 2002 წელს – TACIS-ის პროგრამა - ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგია; 2003 წელს - მსოფლიო ბანკიის პროგრამა - ენერგეტიკული ბაზრის მხარდამჭერი პროექტი; 2007 წელს - გაეროს განვითარების პროგრამა - რისკების შეფასების ექსპერტი (სრული კურსი).

1982-1983წწ. ტრესტი "საქნავთობგეოფიზიკა", სტაჟიორი; 1989-1990წწ. საქართველოს რესპუბლიკური სტუდენტური სამშენებლო შტაბის ხელმძღვანელი; 1990-1991წწ. ს/გ "ავტოვაზსაქმრეწვი", სამმართველოს უფროსი; 1991-1992წწ. სავაჭრო ცენტრი N1 "თბილვაჭრობა", დირექტორი; 1992-1993წწ. საქართველოს სახელმწიფო საბჭოს სახელმწიფო მრჩეველი; 1993 წელს საქართველოს სახელმწიფო აპარატთან არსებული თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მთავარი სახელმწიფო მრჩეველი; 1993-1994წწ. საქართველოს სახელმწიფო მეთაურის დავალებებისა და გადაწყვეტილებების ანალიზის კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელი; 1992-1994წწ. საქართველოს სახელმწიფო მეთაურის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი; 1994-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი N2 ვაკის საარჩევნო ოლქიდან, საზღვარგარეთთან ურთიერთობის კომისიის, თავდაცვისა და უშიშროების კომისიის წევრი; 1995-2000წწ. ჰოლდინგური კომპანია "ვაკე 5"-ის წარმომადგენელი ევროპაში (ALBATROS s.r.l.), იტალია; 2001 წელს შპს "საქნავთობპროდუქტი", სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, პრეზიდენტი; 2001-2002წწ. "საქართველოს ელექტროეენერგიის საბითუმო ბაზარი", დირექტორი; 2002 წელს ს.ს. "საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია", დირექტორი; 2002-2004წწ. შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა", გენერალური დირექტორი; 2004-2005წწ. შპს ჰოლდინგური კომპანია "მაკროენერჯი", გენერალური დირექტორი; 2005-2008წწ. შპს "გლობალ კონტაქტ კონსალტინგი", "გლობალ ტვ", გენერალური დირექტორი; 2008-2011წწ. ჰოლდინგური კომპანია "მაკროენერჯი", გენერალური დირექტორი; 2012 წელს მიენიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი (შვეიცარია); 2013 წლიდან შპს "საქართველოს ბიზნეს ჯგუფი", დირექტორი. ავტორია 5 წიგნის, 11 ნაშრომისა და 4 საერთაშორისო პატენტის. 1986-1987წწ. სამხედროვალდებული, ოფიცერი; აფხაზეთის ომის ვეტერანი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის მარკეტინგული კვლევა", დაიცვა 2011 წელს.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 88

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • არასამთავრობო ორგანიზაცია - "საზოგადოებრივი დარბაზი" , დამფუძნებელი (2008-)
  • კოალიცია "ქართული ოცნება" ევროპაში (ქ. ჟენევა, შვეიცარია), კოორდინატორი (2012-)
  • მოძრაობა "დაიცავი საქართველო", დამფუძნებელი (2009-)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1993 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
    საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლები (ტამიში)

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    საქართველოს ბიზნეს ჯგუფი
    მისამართი:თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 27
    ტელეფონი:597272626
    ელ.ფოსტა:
    ვებ საიტი:https://www.facebook.com/vakho.begiashvili

გააზიარე: