The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აიეტი

დაბადების თარიღი:5??
გარდაცვ. თარიღი:5??
კატეგორია:დიდგვაროვანი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

აიეტი იყო VI საუკუნის საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, ორატორი, წარჩინებული კოლხი. ბიზანტიელების მიერ მეფე გუბაზ II-ის მოკვლასთან დაკავშირებით გამართულ ეგრისის სახალხო კრებაზე, 555 წელს, ხალხს მოუწოდა ირანული ორიენტაციისათვის დაეჭირათ მხარი. მისი ეს სიტყვა კლასიკური მჭერმეტყველების  ნიმუშია. ხალხთან ურთიერთობის საფუძვლად აიეტს სათნოება და "კეთილი საწყისი" მიაჩნდა".

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.76


გააზიარე: