Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა ფულარიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური სასწავლებელი 1939 წელს. 1931-1933წწ. რუსთაველის თეატრის ორკესტრში ფლეიტაზე უკრავდა. 1947 წლიდან გუნდების ხელმძღვანელობას მიჰყო ხელი. ჯერ ქუთაისის რაიონის გუნდებში იმუშავა, ხოლო შემდეგ ტყიბულის მეშახტეთა გუნდებს უხელმძღვანელა. შემდეგ მაიაკოვსკის რაიონში იმუშავა. დაამუშავა მრავალი საგუნდო სიმღერა. ხელმძღვანელობდა ქუთაისის ლენინის სახელობის მაუდის ფაბრიკის, სკოლა-ინტერნატის და მაიაკოვსკის რაიონის სოფ. დიმის საშუალო სკოლის გუნდებს. მდიდარ ცოდნასა და გამოცდილებას მონდომებით ახმარდა ხალხური სიმღერების მოვლისა და პოპულარიზაციის საშვილიშვილო საქმეს. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.193
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |