The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ქათამაძე

ოფიციალური სახელი:კონსტანტინე ქათამაძე
დაბადების თარიღი:1915  (109 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ისტორიკოსი, მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

1931 წელს მასწავლებელმა იგი სოხუმის მუსიკალური სასწავლებლის კვარტეტში ჩარიცხა და ბანის თქმა ანდო. მუსიკას სწავლობდა, თან პედაგოგიურ სასწავლებელში შევიდა. შემდეგ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში ჩაირიცხა. სასწავლებელში ხელმძღვანელობდა თვითმოქმედ მომღერალთა წრეს. გუდაუთაში ისტორიის მასწავლებელი იყო, პირველად ჩამოყალიბებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელი გახდა, სადაც ორი წელიწადი იმუშავა. 1937 წლიდან სოხუმში მუშაობდა. იყო აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტ-მომღერალი და პარალელურად უპატრონო ბავშთა ინტერნატის გუნდის ხელმძღვანელი. ორი წლის შემდეგ გაგრაში კულტურის სახლის დირექტორად იქნა მივლინებული; ამავე დროს გაგრის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლიც ჩააბარეს. ოთხი წელი ჯარში ამსახურეს; დემობილიზებული სამამულო ომის ინვალიდი 1944 წლიდან თბილისში ცხოვრობდა და სოლისტ-მომღერლად მუშაობდა საქართველოს დიდ ანსამბლებში. პარალელურად თვითმოქმედ წრეს ხელმძღვანელობდა. ზოოვეტერინალური ინსტიტუტის გუნდს უძღვებოდა და თვითმოქმედ თეატრალურ წრეშიც აქტიურად იყო ჩართული. დავით კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერებაში" კარგად შეასრულა ფილიპე ბარბაქაძის როლი. მუშაობდა თვითმოქმედ წრეებსა და სასკოლო გუნდებში.  

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.193

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: