The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი ქარსელაძე

დაბადების თარიღი:1909
გარდაცვ. თარიღი:1966  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაამთავრა ცაგერის საშულო სკოლა.

თბილისის მუსიკალურ ტექნიკუმში საგუნდო-სადირიჟორო სპეციალობაზე სწავლობდა. იძენდა სადირიჟორო გამოცდილებას. 1930 წლიდან თბილისში გლეხთა სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს ხელმძღვანელობდა. მესამე, მეოთხე და მეხუთე ოლიმპიადებში გლეხთა სასახლის გუნდმა წარმატება მოიპოვა. შემდეგ სამამულო ომში გაიწვიეს; რამდენჯერმე დაიჭრა, მაგრამ ბრძოლა მაინც განაგრძო. ომიდან დაბრუნების შემდეგ ტრამვაი-ტროლებუსების სამმართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს ჩაუდგა სათავეში. ამ ცნობილი ანსამბლით მოსკოვში პროფკავშირების მხატვრული თვითმოქმედების საკავშირო დათვალიერებაზე წარმატება მოიპოვა; ტრამვაელებს დიდად გაუთქვა სახელი. მეექვსე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე ოლიმპიადებში ანსამბლმა ბრწყინვალე შედეგებს მიაღწია. 1956 წელს მოსკოვში თვითმოქმედების საკავშირო დათვალირებაზე ტრანსპორტელთა ანსამბლი კვლავ წარმატებით გამოვიდა. მრავალი კარგი რეცენზია მიუძღვნა მის გამოსვლას მოსკოვის პრესამ. პარტიის XX ყრილობის დელეგატებისათვის გამართული კონცერტის ნამდვილი მშვენება იყო ქართული ანსამბლი, რომელმაც დელეგატები მოხიბლა როგორც სიმღერით, ასევე ცეკვითაც. ნაყოფიერად მუშაობდა მოსწავლეებთან. 1959 წელს "მზიანეთს" მოემსახურა, ხოლო საშემოდგომო არდადაგების დროს ერევანში გამართა კონცერტები. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ანსამბლის ხელმძღვანელიც იყო. 1964 წელს ტრანსპორტელთა ანსამბლი კრემლის თეატრში გამოვიდა. კომპოზიტორი მ. ნოვიკოვი აღტაცებას გამოთქვამდა ამ კონცერტის გამო. გაზეთმა "სოვეტსკაია კულტურამ" ქება შეასხა ქართველი მომღერლების გამოსვლას. ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს სიმღერისა და ცეკვის კოლექტივს პირველს მიენიჭა სახალხო ანსამბლის წოდება. 

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.194

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1951 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: