The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბიძინა ღოღობერიძე

დაბადების თარიღი:1905
გარდაცვ. თარიღი:1965  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

1921 წლიდან ძუკუ ლოლუას გუნდში მღეროდა. პარალელურად ქუთაისის ვაჟთა მეორე საშუალო სკოლის მომღერალთა გუნდს ხელმძღვანელობდა. ორი წელიწადი ყარაიაზში იმუშავა. ქუთაისის რეალური სასწავლებლის კურსდამთავრებულს 1927-1930წწ. თბილისში მუშათა ცენტრალური კლუბის მომღერალთა გუნდი ანდეს. შემდეგ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სტუდენტი გახდა. 1930-1933წწ. სტუდენტობის დროს, ინსტიტუტის გუნდის ხელმძღვანელი იყო. 1933-1937წწ. მუშაობდა თელავის რაიაბრეშუმის უფროს აგრონომად. თელავის თეატრში მუსიკალურად აფორმებდა სპექტაკლებს და სიმღერას ასწავლიდა მსახიობებს. 1938 წლიდან თბილისში, სარეწაო ტყე-კავშირის მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელი იყო. დაევალა ქუთაისის მშენებელთა კავშირის ანსამბლის საოლიმპიადოდ მომზადება; მეხუთე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ქუთაისის გუნდმა თავი ისახელა რეპერტუარის კარგი შესრულებით, ხოლო 1939 წელს მოსკოვის დიდ თეატრში, სვეტებიან დარბაზში და სხვადასხვა კლუბებში წარმატებით გამოვიდა. ოცი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქუთაისის აბრეშუმსაქსოვი კომბინატის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს, რომელმაც წარმატება მოიპოვა მოსკოვში გამართულ საკავშირო დათვალიერებაზე. მეშვიდე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე საკურორტო ქალაქი წყალტუბო კარგი სიმღერა-ცეკვებით ასახელა. მუსიკალურად გააფორმა ქუთაისის თეატრის დადგმები "ნაპერწკლიდან", "გუშინდელნი", "კოლხეთის ცისკარი" და სხვა. დაამუშავა ამ კუთხის სიმღერები "ვახტანგური", "კეისრული", "მხედრული", "იმერული ღიღინი", "ოდელი" და სხვა. 1965 წლის მარტის პირველ რიცხვებში ქუთაისში აღნიშნეს მისი დაბადების 60 და მოღვაწეობის 40 წლისთავი; იუბილარს მიესალმნენ ცნობილი ადამიანები (მათ შორის საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი აკაკი ვასაძე და სხვა). 

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.197


გააზიარე: