შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნისან ბაბალიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამტავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1964 წელს. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი. საბჭოთა პერიოდში იყო თანამედროვე ივრითის პირველი ოფიციალური პედაგოგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ნისან ბაბალიკაშვილის მთავარ ნაშრომში საქართველოს ებრაული ეპიგრაფიკის შესახებ თავმოყრილია 101 წარწერა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან: აბასთუმნიდან, ახალციხიდან, ახალსოფლიდან, ბანძიდან, ბათუმიდან, ბორჯომიდან, ვანიდან კულაშიდან, ქუთაისიდან, ლაილაშიდან, ონიდან, ფოთიდან, საჩხერიდან, თამარაშენიდან და სხვ. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1972 წლის 15 მარტს. არაერთი ნაშრომი მიეძღვნა მთიელ ებრაელთა და ყირიმის კარაიმული ეპიგრაფიკის შესწავლას. ნისან ბაბალიკაშვილი იყო ძველებრაულიდან ბიბლიის ცალკეული წიგნების ქართული თარგმანების ავტორი. ქართულად თარგმნა ასევე პოეტ ალექსანდრ პენის ლექსები და შემუელ აგნონის პროზა: "იერემიას გოდება"(არმაღანი, 2, თბ., 1977,გვ. 373-381), "ეკლესიასტე"(არმაღანი, 2,თბ., 1977, გვ. 382-395), "იონა"(არმაღანი, 3, თბ., 1982, გვ. 35-38), შამუელ იოსეფ აგნონის ნოველა "მტერი?.. მოყვარე!"("ცისკარი", 1986, N12, გვ.92-93) და სხვ. თავისი წვლილი შეიტანა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის შექმნაში. საქართველოში დაარსდა ნისან ბაბალიკაშვილის სახელობის საქართველოს ებრაელთა მატერიალური კულტურის ფონდი (ხელმძღვანელი შოთა ბოსტანაშვილი). სემიტოლოგი, ბიბლეისტი. ცნობილი რაბინის, ისრაელ ბაბალიკაშვილის(1899-1971) შვილი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |