The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე როიტბაკი

ალექსანდრე როიტბაკი
დაბადების თარიღი:17 თებერვალი, 1919
გარდაცვ. თარიღი:24 დეკემბერი, 1991  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოდესა, უკრაინა.

დაამთავრა კიევის სამედიცინო ინსტიტუტი 1941 წელს.

1944  წლიდან სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის  ფიზიოლოგიის ინსტიტუტში. იყო ცნობილი ქართველი ფიზიოლოგის ივანე ბერიტაშვილის მოსწავლე. 1960 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის თავის ტვინის ქერქის ზოგადი ფიზიოლოგიის ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა. 250-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორია. მისი პირველი სტატია გამოქვეყნდა 1947 წელს, ხოლო პირველი წიგნი "თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების ქერქის ბიოელექტრული ეფექტები"–1955 წელს. მისი ძირითადი შრომები ეხება ცენტრალური ნერვული სისტემის ნეიროფიზიოლოგიის და ელექტროფიზიოლოგიის საკითხებს. მან შეისწავლა თავის ტვინის ქერქის პირდაპირი პასუხები და დაასაბუთა დენდრიტულ პოტენციალთა პოსტსინაფსური ბუნება; აღმოაჩინა, რომ ქერქის რიტმული ელექტრული გაღიზიანებისას მასში შეიძლება ჩამოყალიბდეს აგზნების კერა — "დომინანტა"; დაადგინა, რომ ადამიანის რეაქციის დრო დაკავშირებულია სუნთქვის ფაზებთან; დაამტკიცა თავის ტვინის ქერქში ხანგრძლივ ელექტრულ პოტენციალთა წარმოშობაში ნეიროგლიის მონაწილეობა. არის პირობითი რეფლექსების საფუძვლის დროებითი კავშირების წარმოშობაში ნეიროგლიის როლის ჰიპოთეზის ავტორი. მისი უნიკალური კვლევები თავის ტვინის ფიზიოლოგიაში აღიარებულია მთელი მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების მიერ.

წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ru.wikipedia.orgივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტურლი მედიცინის ცენტრი: www.lifescience.org.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თავის ტვინის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაცია (IBRO) , წევრი (1960-1991)
  • სსრკ მეცნიერაბათა აკადემიის სამეცნიერო საბჭო, წევრი (1960-1991)
  • სსრკ მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1968-1991)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: