The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მექი ყურაშვილი

დაბადების თარიღი:1910  (114 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ცაგერის რაიონი.

1929 წელს სოფ. ქვედა ცაგერის კომკავშირლებისგან გუნდი ჩამოაყალიბა; წარმატებით მართავდა კონცერტებს რაიონსა და სხვადასხვა სოფლებში. ორი წლის შემდეგ ლენტეხის საშუალო სკოლაში სიმღერის მასწავლებლად დაინიშნა. მუსიკოსებმა მოისმინეს გუნდის სიმღერები და ახალგაზრდა ლოტბარს ურჩიეს მუსიკალური განათლება მიეღო. მათი ხელშეწყობით იგი კონსერვატორიასთან არსებულ მუშფაკში მოეწყო, სადაც სალოტბარო ხელოვნებას დოც. გიორგი ხახანაშვილის ხელმძღვანელობით სწავლობდა. სწავლის პარალელურად თბილისის 109-ე სკოლაში სიმღერის მასწავლებელი იყო. 1946 წლიდან შრომითი რეზერვების სკოლებში ასწავლიდა სიმღერას და გუნდებს ხელმძღვანელობდა, წარმატებით გამოდიოდა დათვალიერებებში. ორი წლის შემდეგ მშობლიურ ცაგერში მიიწვიეს რაიონული ანსამბლის ხელმძღვანელად. მეექვსე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ცაგერის გუნდმა თავი ისახელა კარგი რეპერტუარითა და დახვეწილი შესრულებით. მეშვიდე ოლიმპიადაზე მის მიერ მომზადებულმა სოხუმის რაიონის კულტსახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელი დამისახურა. სოხუმიდან კვლავ ცაგერში მიიწვიეს და 1955 წელს რაიონული ანსამბლის ხელმძღვანელად დანიშნეს. ბოლო, მეცხრე ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის ცაგერის ეთნოგრაფიულ ანსამბლს დიპლომი გადასცეს. ცაგერის რაიონის სხვადასხვა სკოლებისა და ეთნოგრაფიული გუნდების პარალელურად ცაგერის მუსიკალური სკოლის დირექტორადაც იმუშავა. მრავალი წლის განმავლობაში თბილისის მუსიკალური სკოლის დირექტორი იყო და ქვეყანას მომავალ მუსიკოსებს უზრდიდა.  

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.199; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.419

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული ხალხური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მომღერალთა თაობების აღზრდის საქმეშიდიდი დამსახურებისათვის; ქართული ფოლკლორის მოვლა-პატრონობისა და მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1968 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: