შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჯავახიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი. დაამთავრა დერპტის (ტარტუს) უნივერსიტეტი 1903 წელს. 1903-1905 წწ. მუშაობდა ბერლინის უნივერსიტეტში, 1905 წლიდან - პეტერბურგის აკადემიის ზოოლოგიისა და ანთროპოლოგიის მუზეუმებში. 1911 წელს თბილისის ქალთა უმაღლესი კურსების ლექტორი იყო. 1921 წელს აირჩიეს თბილისის უნივერსიტეტის გეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის კათედრის დოცენტად, ხოლო 1921-1935 წწ. ზოოლოგიის კათედრის გამგედ. 1926 წელს დააარსა ბათუმის (ციხისძირი) ბიოლოგიური სადგური, რომლის გამგეც თავად იყო. 1929 წელს თბილისის უნივერისტეტის ზოოლოგიის კათედრასთან ჩამოაყალიბა პროტოზოოლოგიური ლაბორატორია. მისი ძირითადი შრომები ეხება ანთროპოლოგიის ზოოლოგიისა და პალეონტოლოგიის საკითხებს. შეიმუშავა კრანიოლოგიის ახალი კონსტრუქციული მეთოდი. ავტორია მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების. პროფესორი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.526; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.315; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.140 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |