| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დიმიტრი ჯავახიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ძევერა, გორის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1909 წელს. 1926-1928წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ფტიზიატრიისა და კურორტოლოგიის ასისტენტად; 1928-1938წწ. თბილისის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფიზიოთერაპიის განყოფილებისა და სტაციონარის გამგედ; 1938-1967წწ. ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში; პარალელურად, 1934-1938წწ. განაგებდა კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრას თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტს; 1938-1959წწ. ამავე კათედრას თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში. ერთ-ერთმა პირველმა შეადგინა სახელმძღვანელო "კურორტოლოგია" (1945). გამოქვეყნებული აქვს წიგნები და ბროშურები. იგი შეისწავლიდა საქართველოს მინერალური წყლებისა და სამკურნალო ტალახის (განსაკუთრებით ახტალის) თერაპიული მოქმედების საკითხებს. კურორტოლოგი, საქართველოში საკურორტო საქმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პროფესორი (1953). საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის გივი ჯავახიშვილის მამა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.526; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.588; დიმიტრი ჯავახიშვილი : ნეკროლოგი // კომუნისტი. - თბილისი, 1971. - 3 დეკემბერი.-N280 (015190) Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

