The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დიმიტრი ჯავახიშვილი

Date of birth:23 September, 1892
Date of death:2 November, 1971  (at 79 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ძევერა, გორის რაიონი.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1909 წელს.

1928-1938 წწ. მუშაობდა თბილისში, კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფიზიოთერაპიის განყოფილებისა და სტაციონარის გამგედ, 1938-1967 წწ. ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში; ერთდროულად, 1934-1938 წწ. განაგებდა კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრას თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტს, 1938-1959 წწ. კი ამავე კათედრას თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში. იგი შეისწავლიდა საქართველოს მინერალური წყლებისა და სამკურნალო ტალახის (განსაკუთრებით ახტალის) თერაპიული მოქმედების საკითხებს. კურორტოლოგი, საქართველოში საკურორტო საქმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პროფესორი (1953). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.526

Awards and Honors

  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Share: