შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ჯავახიშვილი![]()
ბიოგრაფიაპირველი საბრძოლო წრთობა 1787-1791 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომში მიიღო. მონაწილეობდა ეთრუს-ავსტრია-საფრანგეთის 1805 წლისა და რუსეთ-პრუსია-საფრანგეთის 1806-1807 ომებში. 1812 წლის სამამულო ომის დროს მეთაურობდა მე-3 არმიაში (სარდალი გენერალი ა. ტორმასოვი, 1812 სექტემბრიდან - ადმირალი პ. ჩიჩაგოვი) შემავალ სერპუხოვის დრაგუნთა პოლკს. პოლკმა და მისმა მეთაურმა თავი ისახელა 15 (27) ივლისის კობრინისა და 31 ივლისის (12 აგვისტოს) გოროდეჩნის ბრძოლებში, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა მტრის აქტიური მოძრაობა კიევის მიმართულებით. 1812 წლის სექტემბრიდან ომის დამთავრებამდე იგი მონაწილეობდა ყველა მნიშვნელოვან ოპერაციაში, რომელსაც დუნაის არმიასთან გაერთიანებული მე-3 არმია აწარმოებდა ჩრდილოეთ უკრაინისა და ბელორუსიის ტერიტორიაზე. რუსეთიდან ნაპოლეონის არმიის განდევნის შემდეგ მონაწილეობდა 1813-1814 წლების რუსეთის არმიის საზღვარგარეთ ლაშქრობაში. 1817 წელს ავადმყოფობის გამო სამხედრო სამსახურიდან გადადგა. პოლკოვნიკი (1800), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1813). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.527 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |