შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ებანოიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1930 წელს. 1930-1931წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის გზატკეცილების სამმართველოში საძიებო პარტიის უფროსად; 1931-1933წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა კომისარიატის გზების განყოფილებაში მთავარ ინჟინრად; 1933-1936წწ. დასავლეთ საქართველოს N729 საგზაო უბანზე მთავარ ინჟინრად; 1936-1941წწ. ხელმძღვანელობდა N730 საგზაო-საექსპლუატაციო უბანს; 1941-1946წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ მშენებლობათა განყოფილებას; 1946-1952წწ. სსრ კავშირის ნავთობის მრეწველობის სამინისტროს საქართველოს N6 და 1952-1953წწ. საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო სამმართველოებს; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა N34 (ქობულეთის საზაფხულო), N164 (ქუთაისის, კოპიტნარის), N1536 (საგარეჯოს, ალექსეევკის), N1547 (გუდაუთის, ბომბორას) და N1549 (სოხუმის) აეროდრომები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.209
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |