The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დოდო აბულაძე

დოდო აბულაძე
დაბადების თარიღი:1946  (78 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1967-1971წწ. მუშაობდა ბორჯომში, ჩითახევჰესის მორიგე ინჟინრად; 1971-1977წწ. მძიმე მრეწველობის საკავშირო საპროექტო ინსტიტუტის წამყვან ინჟინერად; 1977-1992წწ. ამავე ინსტიტუტის ჯერ ჯგუფის უფროსად, ხოლო შემდეგ სექტორის უფროსად; 1992 წელიდან გადადის მემბრანული ტექნოლოგიების საინჟინრო-კვლევით ინსტიტუტში სწავლული მდივნის თანამდებობაზე; მისი მონაწილეობით დამუშავებულია სამეცნიერო პროექტები, რომელთაგან ერთი ეხება ბუნებრივი წყლიდან სასმელი წყლის მიღებას, ხოლო მეორე - მდინარე მტკვრის რეაბელიტაციისათვის ჩამდინარე წყლების გაწმენდა - გაუსნებოვნების ნანოტექნოლოგიებისა და ნანოტექნიკის შექმნას; ინჟინერ-ენერგეტიკოსი.

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბ., 2008.- გვ. 5


გააზიარე: