The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ებრალიძე

თამაზ ებრალიძე
დაბადების თარიღი:29 აპრილი, 1937
გარდაცვ. თარიღი:1986  (48 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1961 წელს.

1961 წელს განაწილებით გაგზავნილ იქნა ქალაქ ნიკოლაევის N444 "ხიდმშენის" სამმართველოში საოკეანო გეგმების გასასვლელი მოძრავი ხიდის მშენებლობაზე, ხოლო 1968 წელს დაინიშნა ქ. ხერსონში მდ. დნეპრზე მშენებარე ხიდის მშენებლობის სამმართველოს უფროსად; 1970 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის"  N11 სამშენებლო სამმართველოში მთავარ ინჟინრად; 1974-1976წწ. მივლინებულ იქნა კუბის სოციალისტურ რესპუბლიკაში მშენებლობაში ტექნიკის სიახლეთა შესახებ ლექციების კურსის (ესპანურ ენაზე) წასაკითხად; 1977 წლიდან მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ინჟმშენში" მთავარ ინჟინრად, საიდანაც მთავრობის მოთხოვნით, 1981 წელს ისევ მივლინებულ იქნა კუბის რესპუბლიკაში მშენებლობის მინისტრის მრჩევლად; უშუალოდ მონაწილეობდა თბილისის ჭადრაკის სასახლის (ვერის ბაღში) მშენებლობაში, ხიდების დაპროექტებაში (ჩილესა და პერუში); ხელმძღვანელობდა გმირთა მოედნის განშტოებების, კოლმეურნეობის მოედნისა და ვაკის პარკის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელების, "ლაგუნა ვერეს" საცურაო კომპლექსის დაპროექტებასა და მშენებლობაში; სხვადასხვა დროს აქტიურად თანამშრომლობდა კუბის გაზეთ "იაჰორასა" და ქ. ოლგონის ტექნიკურ ჟურნალ "ინჟინერთა სივილთან", სადაც მისი არაერთი სტატია დაიბეჭდა მშენებლობის საკითხზე; განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად, კუბის ქ. ოლგონის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი ეწოდა. ერთადერთი საბჭოთა სპეციალისტია, რომელიც დაჯილდოვდა კუბის რესპუბლიკის ორდენით; მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.209-210



გააზიარე: