შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ებრალიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლაშისღელე, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს. 1958-1960წწ. მუშაობდა ტრესტ "საქჰიდროენერგომშენში" ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1960-1970წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენში" უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1970-1974წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენის" N4 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსად; 1974 წლიდან იყო საქართველოს ხე-ტყის მრეწველობის სამინისტროს თბილისის სპეციალიზებული სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსი, ტრესტ "საქავეჯმშენის" (ამჟამად, სს "მშენებელი-21") მთავარი ინჟინერი, მოგვიანებით კი - მმართველი; მონაწილეობდა არაერთი ახალი კონსტრუქციის შექმნაში, უნიკალური და ექსპერიმენტული ნაგებობების, მათ შორის: თბილისის ტელეცენტრის, სპორტის სასახლის, სასტუმრო "ივერიის", სხვა სამოქალაქო-სამრეწველო ობიექტების მშენებლობაში; არის სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.210 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |