The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ებრალიძე

თამაზ ებრალიძე
დაბადების თარიღი:21 მარტი, 1935  (89 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლაშისღელე, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს.

1958-1960წწ. მუშაობდა ტრესტ "საქჰიდროენერგომშენში" ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1960-1970წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენში" უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1970-1974წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენის" N4 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსად; 1974 წლიდან იყო საქართველოს ხე-ტყის მრეწველობის სამინისტროს თბილისის სპეციალიზებული სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსი, ტრესტ "საქავეჯმშენის" (ამჟამად, სს "მშენებელი-21") მთავარი ინჟინერი, მოგვიანებით კი - მმართველი; მონაწილეობდა არაერთი ახალი კონსტრუქციის შექმნაში, უნიკალური და ექსპერიმენტული ნაგებობების, მათ შორის: თბილისის ტელეცენტრის, სპორტის სასახლის, სასტუმრო "ივერიის", სხვა სამოქალაქო-სამრეწველო ობიექტების მშენებლობაში; არის სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.210

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: