The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლამარა ავალიშვილი

ლამარა ავალიშვილი
დაბადების თარიღი:17 ივლისი, 1940  (83 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საამშენებლო ფაკულტეტი 1962 წელს. 

1962 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რკინა-ბეტონის კონსტრუქციების კათედრაზე მუშაობს, სადაც ლაბორანტობიდან დაწყებული, დოცენტამდე დამთავრებული გაიარა ყველა თანამდებობრივი საფეხური. 1965-1968წწ. იყო ამავე კათედრის ასპირანტი და აქვე, რეფორმირებულ სტრუქტურაში-სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის დეპარტამენტში  მუშაობს. 1981-1990წწ. შეთავსებით მუშაობდა კოსმოსურ ნაგებობათა კვლევის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. ავტორია 50-მდე სამეცნიერო შრომისა, რომლებიც რკინა-ბეტონის კონსტრუქციების სეისმომედეგობის შესწავლის საქმეში მნიშვნელოვანწვლილად არის აღიარებული. მისი მოხსენება (პროფესორ გ. ქარცივაძის თანაავტორობით) რკინა-ბეტონის ჩარჩოვანი კონსტრუქციის მუშაობის შესახებ 1969 წელს ჩილეს დედაქალაქში, სანტ-იაგოში მიმდინარე IV საერთაშორისო კონფერენციაზე იქნა წარდგენილი. 1990-1995წწ. მონაწილეობდა ტექნიკური ტერმინოლოგიის ახალი გამოცემის მომზადებაში, ამზადებდა და რესპუბლიკურ გაზეთ "მშენებელში" აქვეყნებდა პუბლიკაციებს. ქართველ მეცნიერს არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციაში აქვს მიღებული მონაწილეობა. კითხულობს ლექციებს რკინა-ბეტონის კონსტრიქციების ზოგად და სპეციალურ კურსებში ბაკალავრიატში და მაგისტრატურაში, ხელმძღვანელობს საკურსო პროექტირებას, მაგისტრანტებს, გამოცემული აქვს 9 მეთოდური მითითება. იგი წლების მანძილზე იყო სახელმწიფო საგამოცდო კომისიის წევრი, ფაკულტეტის მეთოდსაბჭოს სწავლული მდივანი, სტუ-ს მონიტორინგის საფინანსო-ეკონომიკური ჯგუფის წევრი, 2002-2005წწ. ხელმძღვანელობდა სამშენებლო ფაკულტეტის საგამომცემლო კომისიას; იყო სწავლულ-ექსპერტთა დარგობრივი კომისიის წევრი, რამდენიმე საკანდიდატო დისერტაციის რეცენზენტი და ოპონენტი. ღვაწლმოსილ მეცნიერსა და პედაგოგს განათლების სამინისტროსა და სტუ-ს ხელმძღვანელობისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული (საკავშირო კონკურსში გამარჯვებული 5 სტუდენტის ხელმძღვანელობისთვის მიღებული აქვს I ხარისხის დიპლომი, 1982). ტექნიკის მეცნიერებათა კანდიტატი (1978), ასოცირებული პროფესორი. ინჟინერ-მშენებელი.

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბ., 2008.- გვ. 5-7; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.38-39


გააზიარე: