შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუსუდან ალასანია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1965 წელს და ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა 1967 წელს. 1967 წელს მუშობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტუს ქიმიის კათედრაზე. 1980 წელს ის ანალიზური ქიმიის კათედრის ბაზაზე შექმნილ გარემოს დაცვის კათედრაზე გადავიდა სამუშაოდ და სხვებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა როგორც პედაგოგიურ, ისე კათედრის მიერ წარმოებულ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, რომელთა შედეგებიც ქვეყნდებოდა საკავშირო და საზღვარგარეთის სამეცნიერო ჟურნალებში. არის 18 სამეცნიერო შრომის და 3 სახელმძღვანელოს ავტორი. მისი შრომები შესრულებულია კოორდინაციულ ქიმიაში და აქვს ანალიზურ ქიმიაში გამოყენების ფართო პერსპექტივა. ქიმიის მეცნიერებათა კანდიტატი (1970), დოცენტი (1976). წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბ., 2008.- გვ.6-9 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |