Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოსებ ჯავახიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილ: სოფელი ხოვლე, კასპის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1922 წელს. 1954-1957 წწ. განაგებდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის, სანიტარულ-ჰიგიენისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტების ჰოსპიტალური თერაპიის კათედრას; 1957-1967 წწ. იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მ. წინამძღვრიშვილის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; 1967-1982 წწ. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის პროფესორი. იკვლევდა ფილტვისა და გულსისხლძარღვთა დაავადებებს. მისი მონაწილეობით დაარსდა რესპუბლიკური კარდიორევმატოლოგიური დისპანსერი და გაიხსნა კარდიორევმატოლოგიური კაბინეტები რესპუბლიკის სხვადასხვა რაიონში. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1953), პროფესორი (1954). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.527; კომპანია "ავერსი": aversi.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |