შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კახა ჯავახიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ს. კიროვის სახელობის ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი 1936 წელს. 1945-1954 წწ. იყო აჭარის ასსრ სახალხო კომისარიატთა საბჭოსთან (შემდგომში მინისტრთა საბჭოსთან) არსებული არქიტექტორთა (შემდგომში არქიტექტურისა და მშენებლობის) სამმართველოს უფროსი, ბათუმის მთავარი არქიტექტორი. მისი ნამუშევრებია: ბათუმში - საზაფხულო თეატრი (1949, ბ. კირაკოსიანთან ერთად), რევოლუციის სახალხო მუზეუმი (1955); თბილისში - საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტი (60-იანი წწ.), საქართველოს ქალაქების გენერალური გეგმები (ბათუმი, ქობულეთი, სამტრედია და სხვა ავტორთა კოლექტივებთან ერთად). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.527; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.733 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |