The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნატალია ჯავახიშვილი

ნატალია ჯავახიშვილი
Date of birth:13 September, 1882
Date of death:7 September, 1950  (at 67 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, თბილისი
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის ეპარქიულ სასწავლებელში (1889-1892).

სცენაზე პირველად გამოვიდა 1901 წელს ავჭალის აუდიტორიაში და შეასრულა მაშიკოს როლი ავქ. ცაგარელის "ციმბირელში". 1902 წელს ნ. ჯავახიშვილი მსახიობად მიიწვიეს თბილისის ქართულ თეატრში. იგი სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა: თბილისის (1902-1903), ქუთაისის (1903-1904), თბილისის (1905-1919), სოხუმის (1919-1921)  და 1921 წელს გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში. შექმნა მრავალი სახასიათო სცენური სახე. როლები:დარეჯანი (ტრ. რამიშვილის "სტუმარმასპინძლობა"),  მაიკო (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), არინა გალჩიხა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ჟოზეფინა (ს. კლდიაშვილის "გრაფის ქვრივი"), კაროჟნა (დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"), ხანუმა, ქაბატო (ავქ. ცაგარელის "ხანუმა"), ბეფინა (ს. კლდიაშვილის "გრაფის ქვრივი"), მატრონა (ლ. ტოლსტოის "მეუფება წყვდიადისა"), ჰერტრუდა (უ. შექსპირის "ჰამლეტი"), ესთერი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა") და სხვა. დაჯილდოებულია მედლებით.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.528; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო -თბ., -1992 - გვ.99; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.140; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.81

Awards and Honors

  • 1941 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1934 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Share: