Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სპირიდონ ჯავახიშვილი![]()
Biography1812 წლის სამამულო ომის დაწყებისას პავლოგრადის ჰუსართა პოლკს მეთაურობდა. თავი ისახელა 1812 წლის 31 ივლისის (12 აგვისტო) გოროდეჩნის ბრძოლაში, რისთვისაც გადაეცა ოქროს ხმალი წარწერით "მამაცობისათვის". 1812 წლის 8 (20) ოქტომბერს მონაწილეობდა ნაპოლეონის არმიის ლიტვის კორპუსის განადგურებაში; განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა 14-17 (26-29) ნოემბერს გამართულ ბრძოლებში, რომელთა მიზანი იყო ნაპოლეონის არმიის განადგურება, ვიდრე იგი ბერეზინას გადალახავდა. ჯავახიშვილი მონაწილეობდა 1813-1814 წლის რუსეთის არმიის საზღვარგარეთ ლაშქრობებში. რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1813). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.528
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |