The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ეზუგბაია

ზურაბ ეზუგბაია
დაბადების თარიღი:15 თებერვალი, 1942  (82 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გალი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1966 წელს.

1966 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ლაბორანტად, ასისტენტად, უფროს მასწავლებლად, დოცენტად, ასოცირებულ პროფესორად; 2013 წლიდან სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ტექნოლოგიებისა და საშენი მასალების დეპარტამენტის უფროსია; მონაწილეობდა სხვადასხვა მშენებლობებზე, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში და რეკომენდაციების შემუშავებაში: კერძოდ "ენგურჰესის" სადერევაციო გვირაბის, მოსკოვის ისტორიული ნაგებობის "ძველი სასტუმრო ეზო" აღდგენა-რესტავრაციაში, თბილისის წმინდა სამების საკათრედრო ტაძრის მოპირკეთების სამუშაოების შესრულებაში და სხვა; არის ავტორი 130 სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის 14 სახელმძღვანელოსი, მრავალი საერთაშორისო და საქართველოს პროგრამების ექსპერტი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (2008).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.212

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ასოციაციია "პროფესიონალიზმი მშენებლობაში", დამფუძნებელი, საბჭოს წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: