Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ანპილოგოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1985 წელს. თამაშობდა თბილისის "ბურევესტნიკში" (1970-1985) და გერმანიის "ლანდსჰუტში" (1987-1992), სადაც ჯერ მოთამაშის, შემდეგ კი მოთამაშე მწვრთნელის ფუნქციას ასრულებდა. იყო სსრკ ნაკრების გუნდის წევრი(1975-1987) და საბერძნეთის ქალთა ნაკრების მწვრთნელი (2000-2001). არის სპორტის ოსტატი (1973, ხელბურთი), სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1975), ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1976, კანადა), სსრკ თასის მფლობელი (1978), სუპერთასის მფლობელი (1979, დანია), მსოფლიო თასის მფლობელი (1979, დანია), ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი (1980, მოსკოვი), მსოფლიოს ჩემპიონი (1981, გერმანია), მსოფლიო თასის მფლობელი (1982, გერმანია), სუპერთასის მფლობელი (1983, დანია); 2017 წელს მიენიჭა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ დაწესებული უმაღლესი ჯილდო - "სპორტის რაინდის" წოდება. ხელბურთელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.162; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პორტალი : geonoc.org.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |