შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი არაბული![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი წინხადუ, დუშეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1952 წელს. 1952-1984 წლებში მუშაობდა გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოში" რედაქტორად. პირველი ლექსი "დარიალი" გამოაქვეყნა გაზეთ "მებრძოლის დროშაში" 1944 წელს, პირველი პოეტური კრებული "ოცნება მთებზე" - 1956 წელს. ავტორია ლექსების კრებულებისა: "გარბენილი ბილიკები" (1958), "დგას გაზაფხული" (1960), "თორელის სიმღერა"(1962), "გულს იქ უხარის" (1968), "წყალჭალა ჩემი" (1970), "კოშკებზე წარწერილი სტრიქონები" (1974), "ხმები"(1984), "კაცითა ერთით..." (1987), "თამარის მონატრება" (1991), "დუმილის სევდა" (1991), "სადაც ვშობილვარ" (1991) და სხვ. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.179 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |