The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი არაბული

დაბადების თარიღი:10 მაისი, 1924
გარდაცვ. თარიღი:29 ივლისი, 1993  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წინხადუ, დუშეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1952 წელს.

1952-1984 წლებში მუშაობდა გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოში" რედაქტორად. პირველი ლექსი "დარიალი" გამოაქვეყნა გაზეთ "მებრძოლის დროშაში" 1944 წელს, პირველი პოეტური კრებული "ოცნება მთებზე" - 1956 წელს. ავტორია ლექსების კრებულებისა: "გარბენილი ბილიკები" (1958), "დგას გაზაფხული" (1960), "თორელის სიმღერა"(1962), "გულს იქ უხარის" (1968), "წყალჭალა ჩემი" (1970), "კოშკებზე წარწერილი სტრიქონები" (1974), "ხმები"(1984), "კაცითა ერთით..." (1987), "თამარის მონატრება" (1991), "დუმილის სევდა" (1991), "სადაც ვშობილვარ" (1991) და სხვ.

 საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.179

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: