შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არაქელ დავრიჟეცი (თავრიზელი )![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თავრიზი, ირანი. არაქელ დავრიჟეცის ვრცელი "ისტორიათა წიგნი" (გადმოცემულია 1602-1662 წლის ამბები) ამ პერიოდის ამიერკავკასიის და ახლო აღმოსავლეთის ისტორიის პირველხარისხოვანი წყაროა. ავტორი დაწვრილებით აღწერს შაჰ-აბასის შემოსევებს ამიერკავკასიაში, სომეხთა აყრასა და ირანში გადასახლებას. საყურადღებო ცნობებს გვაწვდის XVI საუკუნის ბოლოსა და XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის სამეფოებზე, კერძოდ სიმონ I-ზე, ალექსანდრე II-ზე, ლუარსაბ II-ზე, თეიმურაზ I-ზე, ქეთევან დედოფალზე, გიორგი სააკაძეზე და სხვ. არაქელ დავრიჟეცის ნაშრომი პირველად დაიბეჭდა 1669 წელს ამსტერდამში სომხურ ენაზე. სომეხი ისტორიკოსი. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.187
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |