The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არაქელ დავრიჟეცი (თავრიზელი )

დაბადების თარიღი:1595
გარდაცვ. თარიღი:1670  (75 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ეჩმიაძინი, სომხეთი
კატეგორია:ისტორიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თავრიზი, ირანი.

არაქელ დავრიჟეცის ვრცელი "ისტორიათა წიგნი" (გადმოცემულია 1602-1662 წლის ამბები) ამ პერიოდის ამიერკავკასიის და ახლო აღმოსავლეთის ისტორიის პირველხარისხოვანი წყაროა. ავტორი დაწვრილებით აღწერს შაჰ-აბასის შემოსევებს ამიერკავკასიაში, სომეხთა აყრასა და ირანში გადასახლებას. საყურადღებო ცნობებს გვაწვდის XVI საუკუნის ბოლოსა და XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის სამეფოებზე, კერძოდ სიმონ I-ზე, ალექსანდრე II-ზე, ლუარსაბ II-ზე, თეიმურაზ I-ზე, ქეთევან დედოფალზე, გიორგი სააკაძეზე და სხვ. არაქელ დავრიჟეცის ნაშრომი პირველად დაიბეჭდა 1669 წელს ამსტერდამში სომხურ ენაზე. სომეხი ისტორიკოსი. 

საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.187


გააზიარე: