შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნათელა შენგელია![]()
ბიოგრაფია1946 წელს კვების მრეწველობის სამინისტროს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში დაიწყო მუშაობა; ხუთი წლის განმავლობაში ხალხური საკრავების ჯგუფის ხელმძღვანელი და სოლისტი იყო. 1945 წლიდან, სამედიცინო ინსტიტუტში სწავლის დროს, ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს, ხოლო შემდეგ სხვადასხვა საწარმოო სასასწავლო ორგანიზაციებში უძღვებოდა გუნდებს. 1949 წელს მეექვსე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე თიანეთის რაიონი მთელი შესაძლებლობებით წარმოადგინა. ორი წლის შემდეგ ჩატარებულ მეშვიდე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე კასპის რაიონული ანსამბლით წარსდგა. შემდეგ ქუთაისში განაგრძო მუშაობა. ჯერ საკონსერვო ქარხანაში, შემდეგ წულუკიძის სახელობის პედინსტიტუტში, საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატში ჩამოაყალიბა გუნდი და უნარიანად უძღვებოდა მათ. სამი წლის განმავლობაში ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის მუსიკალურ სასწავლებელში ქართულ ხალხურ საკრავებს ასწავლიდა. 1960 წელს პროფკავშირთა სრულიად საკავშირო ყრილობაზე ქუთაისის საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატის ვაჟთა ვოკალური ანსამბლი მხატვრულ განყოფილებაში გამოვიდა. მისი ნამუშევარი იმდენად კარგი გამოდგა, რომ ანსამბლი კონცერტების ჩასატარებლად ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში მიიწვიეს. სამი წლის შემდეგ იგივე ანსამბლი საგასტროლოდ უნგრეთში გაემგზავრა, ხოლო მომდევნო 1964 წელს პოლონელი მსმენელები მოიხიბლნენ ქუთაისელთა მიერ ოსტატურად შესრულებული ქართული სიმღერებით. ნაყოფიერი მუშაობისათვის მრავალი საპატიო სიგელით იქნა დაჯილდოებული. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.204
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |