The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არშუშა

Date of birth:4??
Date of death:45?
Category:Nobleman, Royalty, Military Person

Biography

ქართლის პიტიახში V საუკუნის 20-50-იან წლებში, ვარსქენ პიტიახშის მამა. იაკობ ცურტაველის (V ს. II ნახევარი) ცნობით, იგი იყო ეკლესიების მაშენებელი და ქრისტიანობის მფარველი. სომეხი ისტორიკოსი კორიუნი (V ს.) მას უწოდებს "პატიოსან და ღმრთისმოყვარე კაცს", რომელიც ამასთანავე ქართული კულტურის თავდადებული მოღვაწე ყოფილა. ლაზარ ფარპეცის (V ს. II ნახევარი) ცნობით, იგი იყო "ჭკვიანი და გამორჩეული კაცი", მშობლიური კულტურის, ქრისტიანული ეკლესიის მოამაგე. დაახლოებით 450 წელს, ამიერკავკასიაში მაზდეანობა რომ გაევრცელებინათ, არშუშა ქართლის, სომხეთის და ალბანელ დიდებულებთან ერთად ირანში შაჰ იეზდიგერდ II-ის კარზე გაიწვიეს. აქ მისი რჩევით ამ სამი ქვეყნის თავკაცებმა ფორმალურად უარყვეს ქრისტიანობა და აღიარეს მაზდეანობა, რათა თავიანთი ქვეყნები აოხრებისაგან ეხსნათ. ამის შემდეგ შაჰმა არშუშა ერთხანს მძევლად დაიტოვა. როგორც ჩანს, არშუშა თანაუგრძნობდა სომხეთის 450-451 წლების აჯანყებას. მის კარზე თავი შეაფარეს და კარგი განათლება მიიღეს მისი ქვისლის, აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ჰმაიაკ მამიკონიანის ვაჟიშვილებმა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.219


Share: